05 იან სახლის ფასადის მოპირკეთება
საფასადე აგურების კატალოგის ლინკი
სახლის ფასადის მოპირკეთება
დეკორატიული ფილებით სახლის ფასადის მოპირკეთება არის, შრომატევადი და ერთგვარი ინვესტიცია სახლის მფლობელის მიერ, მაგრამ ასევე ინვესტიცია რომელიც, არამარტო სილამაზეს, ესთეტიურობას, ხიბლს, და კლასიკურ იერს მატებს შენობას, არამედ ინვესტიცია რომელიც საგრძნობლად ზდის თქვენი სახლის, თუ ბიზნეს ობიექტის საერთო ღირებულებას.
მოსაპირკეთებელი ფილებით კედლების მოპირკეთება, დღესდღეობით მოიცავს 4-ეტაპს,
- დეკორატიული ფილების არჩევას და შეძენას,
- აგურების დაჭრას და დამუშავებას კომპანიის მიერ,
- აგურის ადგილზე მიწოდებას და შემდგომ,
- აგურის ფილების ფასადზე დამონტაჟებას.
თუ გსურთ რომ აგური იყოს ელეგანტური, კლასიკური ლამაზი და ამავე დროს ძველი იერით, ბილდინგტეკი გირჩევთ რომ არ შეიძინოთ ნადები
მეორადი აგური, უმჯობესია მოსაპირკეთებელი ფილების დაჭრა დაიწყოს შეკვეთის შემდგომ, ბილდინგტეკი დეკორატიულ ფილებს მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთის შემდგომ ჭრის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს, აგურის პირველადი სახის ესთეტიკა,
მოცულობა, არიყოს მოსაპირკეთებელი ფილები დაზიანებული ნესტით და ერთმანეთზე დებით.
დეკორატიული ფილები არის მრავალი ფერის სახის ზომის, და სხვადასხვა ფასების რასაც ამ ბლოგში დეტალურად განგიმარტავთ, იქნება ეს სახლის გარე ფასადი თუ შიდა კედელის ფასადი,
მოსაპირკეთებელი ფილები არის ერთერთი ყველაზე ეფექტური ლამაზი და ელეგანტური გზა, იმისათვის რომ სახლს შემატოთ სიმყუდროვე, სითბო, სილამაზე, ძველებური და ამავე დროს დიზაინური ტრენდული იერი,
დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში დეკორატიული ფილები, რომელიც შედგება ნამდვილი თიხის მასალისაგან, არის უაღრესად მოთხოვნადი, მათი ფასი საგრძნობლად აღემატება სხვა საფასადე მასალების ფასს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ,
საქართველოში სადაც მოსაპირკეთებელი ფილები შედარებით იაფია, მოსახლეობა ხშირად აჩერებს არაბუნებრივ ფილებზე არჩევანს როგორც სახლის მოსაპირკეთებელ მასალად.
ეს ალბათ ხალხის არაცნობილების ბრალია, რადგან ქართული აგური ევროპაში კვ/მ აღემატება 70- ევროს, და ხშირ შემთვევაში ძველი ქართული აგურის ფილები რომელიც 150- წლისაა 110- ევროდაცაა შეფასებული,
ხოლო საქართველოში ამ ქართული აგურის ფილების ფასი 30-90 ლარს მერყეობს
ბილდინგტეკი არ აწარმოებს კედლის ხელოვნურ პლასტიკატ პანელებს და აგურის იმიტაციას, კომპანიის ფუძე მდებარეობს პროფესიონალზმში რომელიც მრავალი წელი ეძღვნება ნამდვილი ქართული და არამარტო ქართული თიხის ფილების, დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილების დამზადებას, ტიტანიუმის ახალი ფილები, ბეტონის აგურები, გარე ფასადის სამეფო აგურები და მრავალი სხვა!
ბილდინგტეკის დეკორატიული ფილები ცნობილია უკვე ევროპის 4- ქვეყანაში, ჩვენ აგურს მოწინავე ადგილი უჭირავს მოსაპირკეთებელი ფილების წარმოებაში საქართველოში და ქვეყნის გარეთაცმ,
ბილდინგტეკის აგური შემოწმებულია სჯს-მილენიუმის მიერ შვეიცარიის ლაბორატორიაში, და დადგენილია ბილდინგტეკის და ზოგადად ქართულ მიწაწყალზე მოპოვებული მოსაპირკეთებელი ფილების მინერალების შემცველობა საგრძნობლად აღემატება, სხვა ქვეყანაში წამროებულ იგივე სახეობის აგურს,
ქართული აგური, კახური აგური, ქართული მუქი აგური რომელიც თიხის აგურების კატეგორიას მიეკუთვნება, მათი მინერალების შემცველობა როგორიცაა კალციუმი, ილაიტი, სოდიუმი, რკინა, და სხვა სასარგებლო მინერალი გააჩნია ჩვენს აგურს ჭარბად.
თუ გსურთ მოაპირკეთოთ თქვენი ობიექთი, სახლი, ეზო, გარე ფასადი, ან თუნდაც კედელი, გადადით მოცემულ ლინკზე და იხილეთ ჩვენი აგურის კატალოგი
- სახლის ფასადი არის შენობის გარე სახე და ის სახლის დიზაინისა და სტილის მნიშვნელოვანი ელემენტია. აგურის ფასადები პოპულარული ვარიანტია სახლის მფლობელებისთვის, რადგან ისინი გვთავაზობენ გამძლეობას,
დაბალ მოვლას და მიმზიდველ გარეგნობას. სახლისთვის აგურის ფასადის დაპროექტებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი.
- პირველი არის სახლის სტილი. აგურის ფასადები კარგად შეეფერება ტრადიციულ არქიტექტურულ სტილებს, როგორიცაა კოლონიური, ფედერალური და ქართული, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო თანამედროვე იერსახის შესაქმნელად.
- აგურის ეს მრავალფეროვნება ხელს უწყობს სხვადასხვა შენობების დიზაინს. შემდეგი, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გამოყენებული აგურის ფერი და ტექსტურა.
- აგური მოდის სხვადასხვა ფერებში, წითელიდან ნარინჯისფერიდან ნაცრისფერამდე და შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ტექსტურა,
როგორიცაა გლუვი, უხეში ან ძველი.
- სწორი ფერისა და ტექსტურის არჩევა ხელს შეუწყობს სახლის ფასადს შეკრული და კარგად შემუშავებული გამოიყურებოდეს. გარდა ამისა, აგურის ფასადს შეიძლება დაემატოს ისეთი დეტალები, როგორიც არის კორბელი, საფეხურიანი ღობეები და თაღები, რათა შეიქმნას ვიზუალური ინტერესი და ხასიათი.
- ეს ელემენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას სახლის არქიტექტურულ სტილში შესავსებად და ფასადს ელეგანტურობისა და ხიბლის შესატანად. და ბოლოს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აგურის ფასადის მოვლა.
- აგური გამძლე და გრძელვადიანი მასალაა, მაგრამ ის საჭიროებს პერიოდულ გაწმენდას და დალუქვას, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს.
- მნიშვნელოვანია აირჩიოთ ხარისხიანი აგური და სწორად დააინსტალიროთ ტექნიკური საჭიროებების შესამცირებლად. დასასრულს, აგურის ფასადი შესანიშნავი ვარიანტია სახლის მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი სახლისთვის გამძლე, დაბალი მოვლა და მიმზიდველი ექსტერიერი.აგურის სტილის, ფერის, ტექსტურის, ნიმუშისა და დეტალების გათვალისწინებით, ასევე მოვლის საჭიროებების გათვალისწინებით, სახლის მფლობელებს შეუძლიათ შექმნან ლამაზი და უნიკალური ფასადი, რომელიც გაუძლებს დროს.
მოდით განვიხილოთ საფასადე ვარიანტები
- გარე ფასადის მოპირკეთება: გარე ფასადის მოპირკეთება განსხვავდება შიდა ფასადის მოპირკეთებით, გარე ფასადის აგური უნდა იყოს ნესტგამძლე, ძლიერი, საღი წონით, ამ სახის მოსაპირკეთებელ აგურს, უნდა ჰქონდეს თერმული მასა, გარე ფასდის მოსაპირკეთებლად გამოიყენება ქართული, კახური, და ქართული მუქი აგურები.
- სახლის ფასადის ფერები: ფასადის ფერების არჩევა დამოკიდებულია მყიდველის გემოვნებაზე, გსურთ დიზაინური თუ ვენირის სტილის აგური, თიხის აგურები როგორც საჭრადი ნამდვილი აგური, გააჩნია ფიქსირებული ფერი და არის არაპიგმენტური აგურის ფილა, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ფერების ფართო არჩევანი გნებავთ დეკორატიული აგური არის იდეალური ვარიანტი.
თუ რათქმაუნდა გნებავთ თიხის ნამდვილი აგური, კახური ქართული და რუსული აგურები არის იდეალუირი არჩევანი.
- სახლის ფასადის დიზაინი: სახლის ფასადის დიზაინი საქართველოში არის მეტნაკლებად ერთი და იგივე, სამწუხაროდ დიზაინერები საქართველოში არ არიან აგურის პროდუქტთან ახლო კონტაქტში, ამის შედეგად გამორჩეული და უცხოური დიზაინის დაგეგმვის შესაძლებლობა არის ნაკლები, ბილდინგტეკს ჰყავს უბადლო უცხოელი დიზაინერების გუნდი რომელიც შეკვეთის შემთხვევაში დაგეხმარებათ მოაპირკეთოთ კედელის ფასადი, უცხო და ელეგანტური დიზაინით.
თუმცა ბილდინგტეკი გირჩევთ რომ აგურის ფილებს არ სჭირდება ზედმეტი მოვლა, და დიზაინი, დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილები რაც, უფრო პრიმიტიულია მით უფრო ლამაზია კედლის ფასადზე.
- სახლის გარე ფასადი: ტერმინი გარე ფასადი და სახლის გარე ფასადი განსხვავდება, რადგან გარე ფასადი შეიძლება იგულისხმოს ეზო, ღობე, მარანი, მაგრამ როცა საქმე ეხება სახლის გარე ფასადის მოპირკეთებას, აქ უკვე სხვა სისტემა ერთვება, რადგან სახლის გარე ფასადი იქნება ეს კერძო სახლი თუ დაბალ სართულიანი სახლი თბილისის ცენტრში, მას ჭირდება ელეგანტური და კლასიკური ფასადის იერსახე, სახლის გარე ფასადზე ძირითადად მოთხოვნაა კახურ აგურებზე, მათი ინსულაციის და ტემპერატურის კონტროლის შესაძლებლობის გამო.
- კერძო სახლის გარე ფასადი: კერძო სახლის გარე ფასადი უნდა იყოს მიწიერი ფერით შეფერილი, მუქი კრემისფერი ფილებით, მოწითალო ფილებით, ყვითელი ფილებით, ან თიხისფერი ფილებით, რაც სითბოს და სისადის შეგრძნებას გაძლევთ, სოფლის და ამავედროს 21 საუკუნის სილამაზე ერთმანეთში უნდა იყოს შეხმატკბილებული, დეკორატიული ფილები რომელსაც ბილდინგტეკი გირჩევთ არის ქართული აგური, და ქართული მუქი აგური, შესაძლებელი კახური აგურის ფილების გამოყენებაც, რაც არის მყიდველზე დამოკიდებული.
ბილდინგტეკი გირჩევთ რომ დეკორატიული საფასადე ფილების არჩევის დროს გააკეთოთ არჩევანი ლიცენზირებულ, ლაბორატორიულად შემოწმებულ კომპანიაზე, ასევე ყურადღება მიაქციეთ მომპირკეთებელ მუშათა ბრიგადას, და დარწმუნდით რომ მათ იციან საქმე და არიან გამოცდილი პროფესიონალები.
დავამთავროთ ჩვენი ბლოგი მოსაპირკეთებელ ფილებზე, და გახსოვდეთ რომ ბილდინგტეკი მუდამ თქვენს სამსახურშია, ჩვენი დეკორატიული ფილები გაუძლებს ას წლეულს.
https://cbw.ge/real-estate/why-buildingtec-bricks
გაიგეთ მეტი დეკორატიული ფილების და ფასადების შესახებ
ბილდინგტეკის ახალი პარტნიორია ბელდენბრიკსი