მოსაპირკეთებელი საფასადე აგური, ძველი აგური, ქართული აგური
აგურის სახეობები | საფასადე ფილები
გადადით ლინკზე და ნახეთ ჩვენი აგურები ან განაგრძეთ ბლოგის კითხვა
აგური – საშენი ცალობითი მასალა, რომლის ზომებია: 250×120×65 მმ (მომატებული სისქის – 250×120×88 მმ). გამოყენებული ნედლეულისა და დამზადების ხერხის მიხედვით. არის ორი სახის:
კერამიკული (თიხის) და სილიკატური (კვარცის ქვიშა და საჰაერო კირი).
აგური დაფაქტურებული – მოსაპირკეთებელი აგური წინაპირზე რელიეფური სურათით.
აგური თიხის ღრუტანიანი – მზადდება ადვილდნობადი თიხისა და დანამატების გამოყენებით. სიცარიელეები აგურში შეიძლება იყოს მრგვალი – არაუმეტეს 15 მმ დიამეტრით, და მართკუთხა – არა უმეტეს 15 მმ სიგანის ხვრელით. ღრუტანიან აგურს ამზადებენ როგორც ჩვეულებრივს (ნახ. 1), ისე შესქელებულს. მათი მარკებია 75, 100, 125, 150; ზოგადი სიმკვრივე 1000…1450 კგ/მ3. გამოიყენება ისე, როგორც ჩვეულებრივი აგური. შენობის საძირკვლების, ცოკოლის და სველი კედლების წყობისათვის ა.თ.ღ. გამოყენება არ არის რეკომენდებული
შიდა კედლის ფასადი | საპარკინგო
ფასადის მოსაპირკეთებელი ფილა
აგური — მინერალური წარმოშობის სხვადასხვა მასალისგან დაყალიბებული, სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ხელოვნური საშენი ქვა; სიმტკიცე, ყინვამდეგობა და სხვა ტექნიკური თვისებები მიღებული აქვს გამოწვით, ან მაღალი წნევისორთქლით დამუშვების შედეგად. გამომწვარი აგურის ნედლეულად იყენებენ: თიხას, ტრეპელს, დიატომიტს; სილიკატურისათვის — კვარცის ქვიშას და კირს. აგური ძალზედ გავრცელებული საშენი მასალაა, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკლებად ინდუსტრიულია, მისი გამოყენება თანდათან მცირდება.
თიხის აგური უძველესი ხელოვნური საშენი მასალაა. არქეოლოგიური გათხრებისას შუამდინარეთსა და ეგვიპტეში აღმოჩენილია მრავალი ათასწლეულის წინათ აგურით ნაგები არქიტექტურული ძეგლები. სტრაბონის ცნობით, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აგური უკვე ფართოდ იყო გავრცელებული იბერიაში. თუმცა ტერმინი „აგური“, ი. ჯავახიშვილის გამოკვლევით, ჩვენში მხოლოდ X საუკუნიდან გვხვდება, მანამდე იგი ალიზის სახელით იყო ცნობილი. ძველად საქართველოში უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ანტიკურ და ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მისი გვერდის ზომა 46-54 სმ იყო, ხოლო სისქე 10-11 სმ (ამგვარი აგური გამოყენებულია მცხეთისა და ურბნისის ძეგლებში). შუა საუკუნეებში აგურის ზომები შემცირდა (გვერდის ზომა 21-27 სმ, სისქე 4-7 სმ). ამ ფორმის აგური, რომელსაც ჩვენში ქართულ აგურს უწოდებენ, აღარ მზადდება, მას დეკორაციული დანიშნულებაღა შემორჩა.
თიხის აგურს აგურის ქარხნებში ორი წესით ამზადებდნენ: პლასტიკური ან ნახევრად მშრალი დაწნეხვით. პირველ შემთხვევაში აგურს წინასწარ აშრობენ კამერებში ან ჰაერზე: გამოწვა ხდება რგოლურ ან გვირაბულ ღუმლებში 900-1000°C ტემპერატურაზე. ნახევრად მშრალი დაწნეხისას აგურს საშტამპავ წნეხებზე ამზადებენ და ღუმელში გამოუშრობლად აწყობენ გამოსაწვავად.
თიხის აგური მზადდება ჩვეულებრივი ან ღრუ; ზომით (სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით) — ცალმაგი (250X120X65 მმ) და მოდულური (250X120X88 მმ). აგურის მარკას — 200, 150, 125, 100, 75, 50 საზღვრავენ დროებითი წინაღობით კუმშვისას და ღუნვისას. მოცულობითი წონა — 1400-1900 კგ/მ³-მდე. თიხის აგურს იყენებენ შენობის საძირკკველის, თაღების, კედლების, საკვამლე მილების, საკანალიზაციო მოწყობილობებისა და სხვათა ასაგებად.
სილიკატური აგური მზადდება კვარცის ქვიშისა (92%) და კირის (8%) ნარევის თბური დამუშავებით. თიხის აგურთან შედარებით უპირატესობასთან ერთად აქვს ნაკლიც — კარგად ვერ ეჭიდება დუღაბს, არ შეიძლება მისი გამოყენება საძირკვლებში, ტენიან სადგომებსა და საკვამლე მილებში.
შენობათა ფასადების, ვესტიბიულების, კიბის უჯრედებისა და სხვათა მოსაპრკეთწებელად იყენებენ სხვადასხვა ფორმის აგურს, რომლის ზედაპირიზოგჯერ მოჭიქულია. ამზადებენ სპეციალური დანიშნულების აგურსაც — მჟავამედეგს, საგზაოს, ცეცხლგამძლეს და სხვა.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორიას ჩვენი აგურის სახლის შესახებ
აგურის ყიდვა – სწორი აგურის შეძენა
იმისათვის რომ ავარჩიოთ თუ რომელი აგური გსურთ საფასადედ, უნდა ჯერ გავიგოთ თუ რისთვის არის აგურის ფილები საჭირო, იქნება ეს გარე თუ შიდა ფასადი
ბილდინგტეკის აგური არის უნივერსალური და შეუძლია მოერგოს ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად, მაგრამ აგურის ზომა წონა, ფასი და მათი გამოყენების, შესაძლებლობა
სხვადასხვა გარე თუ შიდა ფასადის დიზაინზე განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ, მათი სახეობით.
სად ვიყიდო აგური: აგურის ყიდვა არის შესაძლებელი არცთუისე ბევრ ადგილას, მაგრამ ბილდინგტეკი გირჩევთ რომ აგურის შეიძინოთ, მხოლოდ ლიცენზირებულ კონტრაქტორთან,
რომელსაც გააჩნია ლაბორტორიული კვლევა აგურის მინერალების შემცველობის შესახებ, და უზრუნველყოფს გარანტიას.
აგურის მაღაზია: ბილდინგტეკის აგურის მაღაზია მდებარეობს დავით გურამიშვილის 15# დონბიტას ეზოში, თქვენ ადგილზე ნახავთ საფსადე აგურის, შოურუმს, და დეტალურად გაერკვევით ქართული აგურის, დეკორატიული აგურის, და სხვა მოსაპირკეთებელი ფილების აღწერილობას.
აგურის ფასი: აგურის ფასი განისაზღვრება სახეობით, აგური რომლის წარმოებაც და დაჭრაც არის რთული შესაბამისად აქვს, შესაბამისი ფასიც, გახსოვდეთ რომ
ნამდვილი აგურს აქვს ანალოგიური ფასი რაც დეკორატიულ პანელებს, და არის ბევრჯერ უფრო ეფექტრუი გამძლე და ლამაზი.
აგურის ფილების შეძენა: აგურის ფილების არჩევის შემდგომ შეძლებთ, მათ შეძენას ადგილზე ან შეკვეთით, გახსოვდეთ რომ ნადები აგურის შეძენას ყოველთვის ჯობია ახალი აგურის დაჭრა.
ხშირად დასმული კითხვები – ფასადის მოპირკეთება
ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები: ეზოს მოსაპირკეთებლად, საჭიროა ვიცოდეთ თუ რა დიზაინური განხრით კეთდება ფასადი, იქნება ეს ელეგანტურობა, სილამაზე, ესთეტიურობა, სახლის კომერციული ფასის მომატება, თუ უბრალოდ სიძველის იმიგის შექმნა, იდეალური ეზოს მოსაპირკეთებელი ფილებია, კახუირ აგური, ქართული აგური, და ქართული მუქი ან რუხი აგური, ეგრედწოდებული რუსული წითელი აგურები, გახსოვდეთ რომ ეზოს მოსაპირკეთებლად გამოიყენეთ აგური რომელიც არამართო ეზოს არამედ სახლსაც შემატებს ლამაზ დიზაინს.
კედლის მოსაპირკეთებელი ფილები: კედლის მოპირკეთება იქნება ეს შიდა ფასადი გარე ფასადი, მარანი, ოთახი, საკუჭნაო, ან თუნდათ დიდი ბიზნეს ობიექტი, არ არის აუცილებელი ერთი სახეობის აგურით მოპირკეთდეს, არსებობს აგურების სახეობები რომლებიც იდეალურად ჟდება ერთიმეორის ფერებში, და იწვევს ელეგანტურ ფერების შეხამებას.
ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები ფასი: რადგან ავღნიშნედ რომ ეზოს მოსაპირკეთებლად გამოდგებოდა ზემოთ მოცემული აგურების სახეობები, რაც ბილდინგტეკი აწამროებს შეგიძლიათ ეს აგურები იხილოთ კატალოგში, https://agurebi.ge/agurebi/
ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები: ინტერიერის მოსაპირკეთებლად ფილების რაოდენობა საგრძნობლად აღემატება გარე ფასადის ფილებს, რადგან თითქმის ყველა სახეობის აგური შეიძლება იქნას გამოყენებული ინტერირის მოსაპირკეთებლად, იქნება ეს ქართული ძველი, თუ დეკორატიული აგური.
დეკორატიული ფილები: დეკორატიული აგურის ფილები ძირითადად გამოიყენება ინტერირის ფასადისათვის, და არაა მიზანშეწონილი მათი გარე ფასადის გამოსაყენებლად.